რეზონანსი
30.05.2019

 საინტერესო შემთხვევა მოხდა რუსთავში, სადაც შეყვარებულმა პატრულს შუაღამეზე ტორტი აჩუქა. 29 მაისს, დაახლოებით 00:02 საათზე, მეგობრობის გამზირზე მოძრავმა “ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გაჩერება სთხოვა.

მას შემდეგ, რაც ავტომობილები გაჩერდნენ, “ტოიოტას” მარკის ავტომანქანიდან ტორტით ხელში 2 გოგონა გადმოვიდა. ერთ-ერთმა გოგონამ პატრულის თანამშრომელს ტორტზე სანთლების ჩაქრობა სთხოვა და დაბადების დღე მიულოცა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პატრულ-ინსპექტორს მოულოდნელი სიურპრიზი შეყვარებულმა მოუწყო.

"ინფო რუსთავის" ცნობით, რამდენიმე წამიანი შეხვედრა მალევე დასრულდა და პატრულის თანამშრომელმა განაგრძო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×