რეზონანსი
30.05.2019

დღეს, პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს სივრცითი დაგეგმარების კოდექსში შესატან ცვლილებებს. ეს საკითხი გუშინ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ხმაურით განიხილეს და საქმე იქამდეც მივიდა, რომ „ოცნებიდან“ დემარშით წასულ ლევან გოგიჩაიშვილსა და ვიცე-მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მას შემდეგ, რაც ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ლევან გოგიჩაიშვილს უთხრა, რომ საქმეზე ესაუბრა და ემოცია ნაკლებად გამოეხატა, გოგიჩაიშვილმა მას უპასუხა: „შენღა მაკლიხარ, რა, გადამიწყვიტო პარლამენტში რამდენს ვილაპარაკებ. შენ უნდა იყო ჩუმად და როცა მოგცემენ სიტყვას, მაშინ უნდა ილაპარაკო. ყველა ცდილობს საკუთარი ბოსტნის შემოღობვას და იმის იქით აღარაფერი აინტერესებთ, მაგრამ ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას", - თქვა გოგიჩაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×