რეზონანსი
30.05.2019

 საქართველოს რაგბის ნაკრების წევრის მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე დასკვნითი პროცესი 24 მაისს გაიმართა. 

მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის განცხადებით, არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ მორაგბის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდა ღია ფერის ავტომობილი.

პროკურორმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. მისი თქმით, ექსპერტების მიერ დასკვნები არასათანადოდაა შესრულებული.

მოწმე, გიორგი ლომინაძე, რომელიც ავარიის დროს ავტომობილში იჯდა და დაშავდა, ამბობს, რომ შეჯახების მომენტი არ დაუნახავს, თუმცა იგრძნო რომ მძღოლმა რაღაც დაბრკოლების გამო, მარჯვნივ აიღო საჭე, რის შემდეგაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

ავარიის დროს დაღუპული გიორგი პაპასკირის ოჯახს, არ სჭერა, რომ საქმეში მესამე ავტომობილი ფიგურირებს. პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის დასჯას მოითხოვს.

2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×