რეზონანსი
30.05.2019

ნაილი კირკიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნეაპოლის აეროპორტში ქართველი კაცი ღამეებს ათენებს და იტალიაში მცხოვრებ ქართველებს  სთხოვს, რომ დაეხმარონ:

"ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შემეძლო. ოთხი დღე და ღამეა ნეაპოლის აეროპორტში აღამებს და ათენებს ქართველი უწესიერესი კაცი უსახსროდ, უპატრონოდ, უსურსათოდ. ნუ გამომკითხავთ დეტალებს – როგორ? რანაირად? ალბათ ისედაც მიხვდებით, ისევ და ისევ ქართველისგან რომაა გადაგდებული.

მოგმართავთ ნეაპოლის ქართველებს, იქნებ რამენაირად გავამხნევოთ, დავეხმაროთ. ქართველებს არა მარტო ღალატი, გვერდში დგომაც შეგვიძლია. ქართველისგან განწირული ისევ ქართველებმა ვიხსნათ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×