რეზონანსი
30.05.2019

 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. როგორც "პირველ არხს" თვითმხილველებმა განუცხადეს, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმის განმარტებით, ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია, შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×