რეზონანსი
29.05.2019

 "იმედზე“ დიდი რეორგანიზაცია დაიწყო. არხის დირექტორის შეცვლის შემდეგ, ტელეკომპანიაში სხვა საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც "2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, არხის იდეოლიგიურ-პროპაგანდისტურ-პოლიტიკური მიმართულება ლაშა ნაცვლიშვილს ჩააბარეს, რომელიც აქამდე ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების“ პიარ-მრჩეველი იყო.

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად კი დაინიშნა ნიკა ლალიაშვილი. არხიდან გაუშვეს "იმედი ლაივის“ წამყვანი თეონა გეგელია და ამ დრომდე გაურკვეველია, დარჩება თუ არა არხზე საინფორმაციოს უფროსი ნანა ლეჟავა, რომელიც იმავდროულად, "ქრონიკის“ წამყვანია.

ნანა ლეჟავა დიდი ალბათობით არხს დატოვებს. საქმე ისაა, რომ 19 მაისის არჩევნების წინ, ნანა ლეჟავამ უარი განაცხადა სატელოფონო ჩანაწერის გაშვებაზე, რომელიც შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის კალიფორნიის სახლს და მისი ოჯახის წევრების, თემურ ალასანიას, სანდრა რულოვსის და გიული ალასანიას სატელეფონო საუბრებს.

ტელეკომპანია "იმედის" დირექტორი გოგა კალანდარიშვილი 16 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი ელდარ მდინარაძით ჩაანაცვლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×