(რეზონანსი) პენსიონერი პედაგოგები ჯილდოს და გამოცდების მოლოდინში არიან. რას სთავაზობს სახელმწიფო პედაგოგებს განათლების რეფორმის ახალ ეტაპზე და როგორია მათი შანსები, ვისაც საპენსიო ასაკის მიუხედავად, სკოლაში დარჩენა სურთ.
პედაგოგთა გამოცდებზე აქტივობა მაღალია. გამოცდაზე გასასვლელად 32 თასი პედაგოგი დარეგისტრირდა. გასულ წელთან შედარებით, მაჩვენებელი გაორმაგდა.
განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, გამოცდების შედეგად პედაგოგების ანაზღაურება კომპეტენციის შესაბამისად შეიცვლება და 2022 წლისთვის 1500-დან 1800 ლარამდე იქნება:
„ეს უნდა ყოფილიყო მიმართული სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდისთვის და მეორე უნდა ყოფილიყო დაცული ყველა პედაგოგის უფლება, იმ კუთხით, რომ მათ მისცემოდათ ყველანაირი შესაძლებლობა ასეთი კურსებით და გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობით გაიუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა"- ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.
საპენსიო ასაკის 5 ათასმა პედაგოგმა ჯილდო აირჩია და სკოლიდან წავა. განათლების მინისტრის ინფორმაციით, სკოლებში პედაგოგების დეფიციტი არ შეიქმნება.