რეზონანსი
29.05.2019

 (რეზონანსი) თბილისში, სამ ადგილზე(მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ექვსი ლიფტი მოეწყობა. პროექტი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 100 000 აშშ დოლარს შეადგენს.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ დამონტაჟებული ლიფტები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ სოციალურ აქტიურობაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×