რეზონანსი
29.05.2019

 (რეზონანსი) ერთადერთი ქვეყანა დარჩა, სადაც არ მიშვებენ, მაგრამ საქართველოშიც მალე დავბრუნდები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს კიევის ბორისპოლის აეროპორტში განუცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, როდესაც უკრაინიდან გააძევეს, მას ნივთებიც არ წაუღია, რადგან სჯეროდა, რომ დაბრუნდებოდა.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, უკრაინაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, როდესაც ოდესის გუბერნატორად დაინიშნა.

2017 წელს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი ამ თანამდებობიდან გადააყენა და უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვა, ვიდრე ის პოლონეთში იმყოფებოდა.

სააკაშვილმა მომხრეების მხარდაჭერით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გაარღვია. შემდეგ უკრაინაში გამართა საპროტესტო აქციები. 2018 წელს კი უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია განხორციელდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×