რეზონანსი
29.05.2019

 ჟურნალისტმა ნინი ჯაფარიძემ, რომელსაც მშობიარობის შემდეგ გული გაუჩერდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მეუღლეს წერილი დაუტოვა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, "ნინი ჯაფარიძემ იცოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შვილის გაჩენა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამ ნაბიჯზე მაინც წავიდა. ექიმი აფრთხილებდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო".

"ნინისთვის ცნობილი იყო, რომ მისთვის ფეხმძიმობა რისკის შემცველი და სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, თუმცა ჟურნალისტი ამ ნაბიჯზე მაინც წავიდა. ნინიმ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ოჯახის წევრებს წერილები დაუტოვა - დედას, მამას, მეუღლეს, ყველას გამოემშვიდობა. მეუღლისთვის დატოვებულ წერილში წერია: აუცილებლად მოიყვანე ცოლი, კარგი გოგო, რომ ჩვენს შვილს კარგი დედობა გაუწიოს. ბავშობაში ნინიმ გულთან დაკავშირებული რთული ოპერაცია გადაიტანა. მისთვის მშობიარობა არაფრით არ შეიძლებოდა. მან ეს ამბავი იცოდა და არავის უმხელდა...“ , - გვიყვება ოჯახის ახლობელი.

27 მაისს ნინი ჯაფარიძე 30 წლის ასაკში მშობიარობიდან  მხოლოდ ორი დღე იცოცხლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×