რეზონანსი
29.05.2019

 ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ უკრაინაში ჩასულმა სააკაშვილმა პირველი კომენტარი აეროპორტში გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ქვეყანაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა. მან უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის უკრაინაში დაბრუნდა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს უკრაინის აღმშენებლობაში.

„მე მინდა ყველას მივესალმო. რთულია გადმოვცე ემოცია, მავსებს ემოციები ამ ადამიანების დანახვის შემდეგ. მე იმ აეროპორტში დავბრუნდი, საიდანაც გამიშვეს.

არ ჩამოვსულვარ აქ რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო. მე ჩამოვედი იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე. ოდესაში შევძელი რაღაცეების გაკეთება, მაგრამ მე არ მომცეს ბოლომდე ჩემი გეგმების განხორციელების საშუალება. მე მინდა მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში, იმ რამდენიმე მილიონ უკრაინელთან ერთად რომლებიც იმყოფებიან აქ. ჩვენ არ გვაქვს დრო ვიცადოთ 50 წელი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×