რეზონანსი
29.05.2019

 (რეზონანსი) ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან ხვალიდან შიმშილობას იწყებს. ექიმს საინიციატივო ჯგუფის წევრებიც უერთდებიან. 

ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. 

ჭელიძის განცხადებით, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა ერთი წლის წინ დასრულდა, თუმცა მედპერსონალს ამ დრომდე მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ექიმის განცხადებით, კლინიკის გადაცემა ერთ-ერთი კერძო სადაზღვევო კომპანიისთვის იგეგმება, რასაც აპროტესტებენ და ითხოვენ შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×