რეზონანსი
29.05.2019

 (რეზონანსი) სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სასულიერო სკოლის გვერდით მდებარე დევნილთა დასახლების ღელეში, ქვეწარმავლები მომრავლდნენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ გველები ღელეში ერთი კვირის წინ გამოჩნდნენ და ამის შესახებ ინფორმაცია მათ მერიას მიაწოდეს.

სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ სიტუაცია საგანგაშო არ არის. პრესსამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დღესვე მივლენ და ყველა საჭირო პროცედურას განახორციელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×