რეზონანსი
29.05.2019

 (რეზონანსი) სოციალური ქსელი ერთ-ერთი მომხმარებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ საგანგებო მიმართვას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს:  

„მეგობრებო მჭირდება სანდო, არასამთავრებო ორგანიზაცია და რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი. ეხება ოჯახურ, ქალზე ძალადობას, რომელიც შეიძლება დასრულდეს მკვლელობით. სამწუხაროდ საქართველოში არსებულ ვითომ კანონებმა და საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირება რაც უნდა მოეხდინათ კანონის დაცვით არ მოახდინა მათ შორის არიან პროკურორები, გამომძიებლები და დანარჩენი სხვა. ვარ იძულებული აი ესე საჯაროდ დავწერო და ვითხოვო გვერდში დგომა იმისთვის, რომ კრიმინალი არ მოხდეს პირადად ჩემი ოჯახის მისამართით".  საქმეზე დამატებითი დეტალებიც გაარკვია.  ძალადობის მსხვერპლი ძალადობაში საკუთარ  მაზლს ადანაშაულებს.

გასული წლის 15 ოქტომბერს რ.მ.-ს მიმართ გამცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას ც.ს-სთან მიახლოება აეკრძალა. ორდერის გამოცემის მიზეზი იყო რ.მ.-ს მიერ ფსიქოლოგიურ ძალადობა მსხვერპლზე. რ.მ.-მ ორდერის პირობები დაარღვია ორჯერ - 28 ოქტომბერს და 9 ნოემბერს.

გუშინ სასამართლომ რ.მ.-ს მიმართ დაადგინა განაჩენი და ვინაიდან 30 ნოემბრის შემდეგ იგი იმყოფებოდა პატიმრობაში, ეს ვადა ჩაეთვალა სასჯელის საპატიმრო ვადად და დანარჩენი ჩაეთვალა პირობითად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×