რეზონანსი
29.05.2019

 (რეზონანსი) მოვარდნილმა წყალმა სოფელ ლემშვენიერაში ვენახები და ბაღები, თითქმის, მთლიანად გაანადგურა. სოფელში რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო ელექტროენერგია. მოსახლეობას ბუნებრივი აირიც არ მიეწოდებოდა.

„მე და ბავშვი ვიყავით მარტო, კაცები არ იყვნენ სახლში. ბავშვი მეხვეწებოდა, დედა გადამარჩინეო. არაფერს არ მივაქციე ყურადღება, ბავშვზე მქონდა ყურადღება გადატანილი. ყველაფერი გამიფუჭდა,“ - განაცხადა დაზარალებულმა.

სტიქიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში მსხვიფეხა რქოსანი პირუტყვი და ფრინველი იმსხვერპლა.

„ყველაფერი დაიხოცა. იმდენი წიწილა მყავდა. იმდენი ქათამი. მთელი 30 წელია ამას ვაშენებთ და ბოლოს წყალმა წაიღო,“ - აცხადებენ ადგილობრივები.

„ტექნიკა ყველაფერი გააფუჭა. საშინელებაა. ერთი საათის განმავლობაში მაგარი სეტყვა, წვიმა იყი, ვერ გაატარა, დაგუბებული იყო და კინაღამ ბავშვი დაიხრჩო,“ - იხსენებენ მომხდარს  ადგილობრივები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×