რეზონანსი
29.05.2019

 კობა გვენეტაძემ ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  ამის მთავარი მიზეზი თურქული ლირის გაუფასურებაა.

„როგორც მოგეხსენებათ, გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და ამავე დროს, მათზე ინფორმაცია  რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომაც არის ზუსტად, რომ ლარის კურსის მიმდინარე დინამიკის ახსნა ყოველთვის არ არის შესაძლებელი და ამ მიზეზის გამო ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები, მიმდინარე კურსზე, მოკლე რყევებზე კომენტარს ვერ აკეთებენ. 

ზოგადად დოლარს გამყარების ტემპი ახასიათებს და დოლარის იდნექსს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ  ეს ინდექსი საკმაოდ მზარდია. ამავე დროს თურქული ლირის გაუფასურება ხდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა. რადგანაც გაცვლითი კურსი, მცურავი გაცვლითი კურსი შოკის მშთანთქავ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება და ამის მაგალითია, გადახედეთ ბოლო 3 წლის სტატისტიკის ინფორმაციას“ - განაცხადა გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×