რეზონანსი
29.05.2019

 (რეზონანსი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში, საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში ჭერი ჩამოიშალა. ბაღში მისულმა თანამშრომლებმა ჩამოვარდნილი ჭერი ამ დილით ნახეს. ამ დროისთვის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განცხადებით, შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ლარი დაიხარჯა.

მისივე თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×