(რეზონანსი) რუსული მედიის ცნობით, ოდესის კოლონიაში პატიმრების ამბოხი ორ "კანონიერ ქურდს" -ბათუმელ მინდია გორგაძეს, იგივე ლავას ოღლისა და "ომარ უფინსკის" შორის კამათს მოჰყვა.
პატიმრები ზედამხედველების ბრძანებებს აღარ ასრულებდნენ, შემდეგ კი აჯანყებულებმა სამედიცინო პერსონალის სამი წარმომადგენელი აიყვანეს მძევლად და ეზოში ხანძარი მოაწყვეს.
დაპირისპირების მთავარი მიზეზი ციხეში შემოსული ნარკოტიკებზე კონტროლის გადანაწილება გახდა. მედიაში გავრცელებული ვერსიით თანახმად, ლავას ოღლი მეტადონის შეტანას გეგმავდა, თუმცა "ომარ უფინსკი" მის წინააღმდეგ წავიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იქ არსებული სიტუაცია ბოლო რამდენიმე კვირის წინ დაიძაბა.
"გაპროტესტება დაიწყეს. მათ ასევე საკვებიც არ მოსწონდათ. ამ დროს ოდესის კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელი ევგენი ლენინოვი მსჯავრდებულებს დაჰპირდა, რომ მათ "ჭკუას ასწავლიდა" და მასობრივად სცემა მათ." - იუწყება რუსული მედია.