რეზონანსი
29.05.2019

 (რეზონანსი) იაპონური სუმოს ვასკვლავმა, 31 წლის ლევან გორგაძემ ზაფხულის ბაშოზე ოძეკის ანუ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. იმპერატორის თასის ახალი მფლობელი კი მერვე მაეგაშირა იაპონელი ასანოიამა გახდა.

ახალი ჩემპიონი აშშ-ს პრეზიდენტის თასითაც დაჯილდოვდა, რომელიც სუმოზე პირველად მისულმა დონალდ ტრამპმა გადასცა.

დონალდ ტრამპი ქართველი ლევან გორგაძისა და იაპონელი ტაკაიასუს დაპირისპირებასაც დაესწრო.

დონალდ ტრამპის ინტერესი ქართველისადმი ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ. აღნიშნულ ფოტოში სავარაუდოდ ტრამპი ქართველი სუმოტორის ვინაობას არკვევს.

"პრაიმ-ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×