რეზონანსი
29.05.2019

 (რეზონანსი) ტარიელ ონიანი, რომელმაც რუსულ ციხეში მისჯილი 9 წელი დაამთავრა და თავისუფლებაზე აპრილში გამოვიდა, რუსმა სამართალდამცავებმა მაშინვე დააკავეს და საექსტრადაციო განყოფილებაში გადაიყვანეს. მაშინ ითქვა, რომ ონიანს 19 მაისს გაუკეთებდნენ დეპორტაციას, თუმცა არ სახელდებოდა ქვეყანა, სადაც ის გაემგზავრებოდა. ახლა კი ირკვევა, რომ სასამართლომ “კრიმინალის გენერალს” სადეპორტაციო ვადა გაუხანგრძლივა და ციხეში 8 ოქტომბრამდე დარჩება. 8 ოქტომბერი ის ვადაა, რომლის შემდეგაც მოსამართლე ვეღარ შეძლებს ონიანის დაკავებას და ის აუცილებლად რომელიმე ქვეყანაში უნდა გაამგზავრონ.

რუსეთში მისი დარჩენა გამორიცხულია, რადგან მოქალაქეობა ჩამოართვეს და რეალურად, არცერთი ქვეყნის მოქალაქედ არ ირიცხება.

ვარაუდობდნენ, რომ ონიანს დეპორტს ან საქართველოში გაუკეთებდნენ, ან ესპანეთში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×