რეზონანსი
29.05.2019

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 29 მაისს უკრაინაში ჩავა. სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში ადგილობრივი დროით საღამოს 05:00 საათზე, ვარშავიდან ჩაფრინდება.

"რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია და დავეხმარები უკრაინელ ხალხს“, განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოშიც ისე დამარცხდება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დამარცხდა უკრაინაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×