რეზონანსი
29.05.2019

 ქვეყანა სავალუტო კრიზისშია. მიუხედავად მთავრობის წევრთა დაპირებისა, რომ ვითარება დასტაბილურდებოდა, ლარი უკანმოუხედავად უფასურდება. მოსახლეობაში უკვე პანიკა იწყება. "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე 11:30 საათზე ერთი დოლარის ღირებულება 2,80-ს გადასცდა. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა გარე სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში, სადაც 1 დოლარი უკვე 2.82-2,83 ლარი ღირს. ჯერჯერობით რაიმე სახის კომენტარი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არ გაკეთებულა. უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ფასების მკვეთრი ზრდა და ინფლაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×