რეზონანსი
29.05.2019

 ესპანეთში, 5 წლის ქართველი ბავშვი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო. როგორც „პრაიმტაიმს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, საელჩო ოჯახთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

„ბარსელონაში საქართველოს საკონსულომ იცის ამ ფაქტის შესახებ და ოჯახთან მუდმივ კომუნიკაციაშია”,- აცხადებენ უწყებაში.

ესპანური მედიის ცნობით, სანაპიროზე  ქარი და ტალღები იყო. მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყლის სიღრმეში შეიყვანა. ბავშვების მამამ წყლიდან ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, ხოლო მესამე  დინებამ გაიტაცა. ბავშვი მაშველებმა ნაპირიდან 200 მეტრის მოშორებით იპოვნეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×