რეზონანსი
29.05.2019

 სააკაშვილი კიევში ჩასვლის გეგმებს აწყობს, რაზეც მან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, რა გეგმით ჩადის უკრაინაში - პოლიტიკაში ჩაერთვება და მის მიერვე დაფუძნებულ პარტიას ჩაუდგება სათავეში, თუ მრჩევლის როლს შეასრულებს, სააკაშვილმა უპასუხა:

"წარმოიდგინეთ, წინა ხელისუფლებას როგორ ეშინოდათ ჩემი პარტიის. დაიჭირეს ვიღაც ალკოჰოლიკი, დაახლოებით გლდანი რომ არის, ვარკეთილი, ეგეთი ადგილას კიევში, ძალიან კარგი კვარტალია. ამ საცოდავს ერქვა უკრაინული სახელი და გვარი, დაარქვეს მიხაილო სააკაშვილი, მის სახელზე გადაარეგისტრირეს ჩემი პარტია და უამრავი ათასი ჩვენი აქტივისტი დარჩა პარტიის გარეშე", – განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×