ლაგოდეხში, ექსკურსიისას დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილის და სოციალურ ქსელში გოგონას ბლოგს აზიარებს, სადაც მისი ჩანაწერებია ასახული. ბლოგში სოფი სკოლაში არსებულ ზოგადი პრობლემების შესახებ საუბრობდა.
„რას ვაკეთებთ პირველს როდესაც ახალ სკოლაში მივდივართ? ვათვალიერებთ გარემოს, ვაკეთებთ ჩვენს თავთან ადაპტაციას იმის იმედით, რომ ეს ადგილი ხელს შეგვიწყობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სკოლა არ გვაძლევს ამდენ რესურსს, რომ “რაღაც გაკვეთილების” სწავლის გარდა, ადამიანთან ურთიერთობაც ვისწავლოთ. ხშირად ახალ სკოლაში ახალი პრობლემები ჩნდება. ახალი მეგობრების და ახალი კარგი გარემოს ნაცვლად, უამრავი მცდელობის მიუხედავად, ვერ ვერგებით ახალ გარემოს თუნდაც დიდი დრო იყოს გასული.
მეორე მიზეზი ჭამას ეხება, რაც ყველას გვიყვარს, სკოლაში საშუალოდ 6 საათს ვატარებთ 5 დღის განმავლობაში ანუ 30 სთ-ი, დღეში მინიმუმ 2-ჯერ ვჭამთ, ანუ 5 დღეში 10-ჯერ და ისიც საშინელ საკვებს - ცომეულს და ისიც უვარგისად გაკეთებულს ან შემოტანილს. როდესაც ვსაწვლობთ კერძო სკოლაში, რომელიც ცნობილია საუკეთესო სკოლის სახელით საკვები უნდა იყოს საუკეთესო თუ არა კარგი ხარისხის, არა მარტო ცომეული, არამედ რაიმე სალათის მსგავსიც და როდესაც სკოლაში 500+ ბავშვი სწავლობს მხოლოდ 2 მომსახურე პერსონალი არ უნდა იყოს და დასვენებაზე როცა გვშია, საჭმლის ყიდვას უნდა ვასწრებდეთ.
მასწავლებლებს რაც შეეხებათ, ყველა სკოლაში თითქმის ყველა ხანში შესული ფილოლოგი ასწავლის და არა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგოები ან ბიჭები. მე, მაგალითად, მბეზრდება იმ მასწავლებლისგან მოსმენილი გაკვეთილი, რომელსაც გაკვეთილის ჩატარების ხალისი არ აქვს და ერთი სული აქვს კლასიდან გავიდეს. არა მარტო გაკვეთილების ჩატარებას ეხება ჩემი დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ, არამედ დამრიგებლებსაც. ჩემი აზრით, დამრიგებელი უნდა გვყავდეს ისეთი რომელთანაც ვილაპარაკებთ ჩვენს კლასში არსებულ პრობლემებზე ან მას ექნება ყველასთან კარგი დამოკიდებულება და არ ეყოლება კლასიდან ფავორიტი მოსწავლეები.
და ბოლოს, ვისაც მსგავსი შეხედულებები გაქვთ სკოლაზე ყველას გისურვებთ ამ პრობლემების მოგვარებას, ყველა ბავშვი იმსახურებს ისეთ კომფორტულ გარემოში სწავლას და ურთიერთ-პატივისცემის გამომუშავებას როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში“, - წერს სოფო ნიკოლეიშვილი.
26 მაისს, ექსკურსიაზე მყოფი 17 წლის გოგო, ნინოსხევში მდინარის დინებამ გაიტაცა. მოზარდს დაახლოებით 14-საათიანი ძებნის შემდეგ გოგოს ცხედარი იპოვნეს.