რეზონანსი
29.05.2019

 უბედური შემთხვევა ესპანეთში. ტარაგონაში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება ტრაგედიით დასრულდა. "ინფო რუსთავის" ცნობით, მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვის ნაპირზე იმყოფებოდნენ.

ესპანური მედიის ცნობით იყო ქარი და ტალღები, მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყლის სიღრმეში შეიყვანა.

ბავშვების მამამ წყლიდან ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, ხოლო მესამე კი დინებამ გაიტაცა.

მაშველებმა მალევე დაიწყეს 5 წლის გოგონას ძებნა, რამდენიმე წუთში, ნაპირიდან დაახლოებით 200 მეტრში მიაგნეს კიდევაც, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×