რეზო გეთიაშვილი
28.05.2019

 დეპუტატი ირმა ინაშვილი მმართველ გუნდს და ოპოზიციას მიმართავს. მან დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დავით გარეჯის პრობლემა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ უფლება ამ საკითხში გარეშე ძალის ჩართვაზე და ინტერესებზე ისაუბროს.

„ის ხალხი ლაპარაკობს დღეს დავით გარეჯზე და რაღაც ძალების მონაწილეობაზე დავით გარეჯში ქართული მიწების 22% მოწინააღმდეგეს რომ ჩააბარა და მიჰყიდა. ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე. ასე დადუმებული რომ სხედხართ "ქართული ოცნების" დეპუტატი კაცები, ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე რაც ხდება. ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არ გაქვთ, რომ გაიყვანოთ დარბაზიდან და პირში უთხრათ სათქმელი,“ - ამბობს ინაშვილი.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდს საქართველოს ინტერესების დაცვა არ შეუძლია.

„უზნეო ქვეყანა ააშენეთ თქვენ. რა პარლამენტია ეს, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში. ორივეს დაგამხობთ თქვენ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით კიდევ“, - მიმართა ინაშვილმა დეპუტატებს და სხდომათა დარბაზი დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×