რეზონანსი
28.05.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას ხმაური მოჰყვა.

მან პარლამენტში დეპუტატების დაპირისპირება „ბოზი ქალების" ჩხუბს შეადარა.

„აქედან ჩვენ გვლანძღავთ და იქიდან თქვენ და საბოლოოდ, შუაში საქართველო იჭყლიტება. ბატონო კარლო, თქვენ ის კაცი არ ხართ? წინა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" გასული ფრაქცით უმრავლესობა, რომ გააკეთეთ? ანუ თქვენ, ყოფილ ნაციონალებთან შეგეძლოთ ურთიერთობა და შალვა შავგულიძეს არა," - განაცხადა ბობოხიძემ.

პლენარულ სხდომაზე სასკოლო ღონისძიებებზე მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს იხილავენ.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ექსკურსიის დროს მძღოლებს მოსწავლეების გადაადგილების უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას წარადგენენ. წესების დარღვევაზე კი, ფულადი ჯარიმები დაწესდება.

მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ბიუროს გუშინ წარედგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×