რეზონანსი
28.05.2019

 (რეზონანსი) თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდნილი 4 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

„პრაიმტაიმთან" საუბრისას მისი მკურნალი ექიმი, დარეჯან კანჯარაძე 3 დღის წინ მომხდარ საზარელ შემთხვევას იხსენებს და დეტალურად აღწერს ბავშვის მდგომარეობას.

მისი თქმით, მცირეწლოვანი კლინიკაში შეყვანისას იყო არაადეკვატური და ტრამვული შოკი აღენიშნებოდა.

„მცირეწლოვანს მე-7 სართულიდან გადმოვარდნისას მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა, პლევმოთოლაქსი ( დარღვეული ფილტვის ღრუ და ჰაერი გამოჟონილი) ჰქონდა. ტრავმის მექანიზმი და შინაარსი ურთულესი იყო, თავის ტვინის შერყევა და ქალას ძვლებზე ხაზოვანი მოტეხილობაც ერთვოდა თან. ასევე ხერხემლი და გავის ძვლები ჰქონდა დაზიანებული. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებოდა. მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია, ნათელი ცნობიერებით დედიკოსთან და მამიკოსთან კლინიკაში რჩება", - განმარტა ექიმმა.

ცნობისთვის, 4 წლის გოგონა თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 25 მაისს გადმოვარდა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×