რეზონანსი
28.05.2019

 იაპონიის ქალაქ კავასაკიში დანით შეიარაღებული კაცი სკოლის მოსწავლეებს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი ბავშვი და ერთი სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოსწავლის მამა.

თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის სკოლის 15 მოსწავლეა. ბავშვების ასაკი 6-7 წელია.

თავდამსხმელი ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ადამიანებსაც დაესხა თავს.

რაც შეეხება თავდამსხმელს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციუამ მისი დაკავება შეძლო, ის 50 წლამდე კაცია. დაკავებამდე მან დანით მხარში თვითდაზიანება მიიყენა და უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×