რეზონანსი
28.05.2019

 (რეზონანსი) 55 წლის კაცი, რომელიც გუშინ ტყიბულის შახტში მიწის მასის ქვეშ მოყვა და მაშველები ამ დრომდე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვნეს.

ვარაუდობენ, რომ მომხდარის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.

ძებნის ოპერაციაში ქუთაისისა და ტყიბულის სამაშველო ჯგუფები იყვნენ ჩართული.

კომპანია „საქნახშირის" ადმინისტრაციის განცხადებით, ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ შეჩერებულია. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა მამაკაცი შახტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×