რეზონანსი
28.05.2019

დავით გარეჯში სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. პოლიციელების თქმით, მათი იქ ყოფნა დღეს დაგეგმილ აქციას უკავშირდება. ამ დროისთვის ჩაკეტილია ჩიჩხიტურის კოშკამდე მისასვლელი ბილიკი.

მასშტაბური მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დავით გარეჯში აპირებდნენ.

უკვე ცნობილია, რომ აქცია-მსვლელობაში მონაწილეობას 9 ეპარქია მიიღებს.

„მთავარი შემადგენელი ნაწილი დღევანდელი დღის არის ის, რომ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებამდე მივიდეს ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ გარეჯს საქართველო ვერ დათმობს. ამის უფლება არც მორალური არც ისტორიული ჩვენ არ გვაქვს“, - ამბობს მამა ზაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×