რეზონანსი
28.05.2019

მეორე დღეა ტყიბულში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, სადაც ღია კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილ 55 წლის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ტყიბულის, თბილისისა და ქუთაისის სამაშველო ჯგუფებია ჩართული. მუშაობის პროცესს კარიერზე ქანების ცვენა ართულებს.

27 მაისს, ღია მოპოვების ერთ-ერთ კარიერზე მუშაობის დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. "საქნახშირის" ადმინისტრაციის განმარტებით, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია.

კომპანიაში ადასტურებენ, რომ მიწის ქვეშ მოყოლილი მუშა 2010 წლიდან არის კომპანიის თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ. მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად, ცვლის გრაფიკის გათვალისწინებით, გუშინ მას სამუშაო დღე არ ჰქონდა.

ტყიბულში მომხდარ შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეისწავლის. დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ადგილზე სამუშაო თვითნებურად დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×