7 საათია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია ტყიბულში, სადაც ღია კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილ 55 წლის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ტყიბულის და ქუთაისის სამაშველო ჯგუფებია ჩართული. სამაშველო ოპერაცია ოთხ საათზე დაიწყო. მუშაობის პროცესს კარიერზე ქანების ცვენა ართულებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ღია მოპოვების ერთ ერთ კარიერზე მუშაობის დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.
"საქნახშირის" ადმინისტრაციის განმარტებით , 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია.
კომპანიაში ადასტურებენ, რომ მიწის ქვეშ მოყოლილი მუშა 2010 წლიდან არის საქნახშირის თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ, მიუხედავად იმისა რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად, ცვლიანობის გრაფიკის გათვალისწინებით, დღეს მას სამუშაო დღე არ ჰქონდა.
სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი.
ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.