რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობა სხვამ ჩაიდინა. ასევე ვიცი ძველი დანაშაულის შესახებ, რომელიც 14 წლის წინ მოხდა და საფლავის ადგილდებარეობა. ამის თქმა რომ აღარ გამებედა, ამის გამო გამწირეს და ასეთ დღეში ჩამაგდეს, - ამის შესახებ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ თავის საბოლოო სიტყვაში სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ნებიერიძის ადვოკატი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოში განაცხდა, რომ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საფლავის ადგილმდებარეობა იცის, რის გამოც, მისთვის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის დაბრალება მოხდა.

"საქმეში მტკიცებულებები ჰყვავისო, ვერ გეტყვით. არის რაღაცეები, მაგრამ ბევრი ეჭვქვეშ დასაყენებელი მტკიცებულებაა. შეხება არის, მაგრამ მან რომ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება მსგავსი მტკიცებულება არ არის. საბოლოო სიტყვის დროს, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნა, რომ ვიღაცეები აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ. ნებიერიძემ განაცხადა, მკვლელობის ადგილზე ამიტომ მივედი, რომ დამიბარესო. იქ სულ სხვა საქმეზე ვიყავი მისული და სულ სხვა რამ მოხდაო. არ ამბობს, ვინ დაურეკა. ორმა თუ სამმა პირმა დამირეკა, შეხვედრა მკვლელობის ადგილზე დავთქვით და მოხდა, ის რაც მოხდა, მაგრამ სხვამ ჩაიდინა მკვლელობაო", - აღნიშნა ადვოკატმა პაპოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×