რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) ჭიათურელი მაღაროელების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილია - ამის შესახებ ჭიათურიდან ექსკლუზიურად"2020NEWS" აცნობეს.

როგორც საგენტოსთვის გახდა ცნობილი, გაფიცულ მაღაროელებსა ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრებს შორის წარმატებით დასრულდა.

"2020NEWS"- ის ინფორმაციით, მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით მომატება დაკმაყოფილებულია,

სააგენტოს ინფორმაციით თავდაპირველად 1 ივნისიდან ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ, დანარჩენი 25%-ის ზრდა კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.ცნობისთვის,ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. ისინი "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდნენ.

შეგახსენებთ, ჭიათურელი მაღაროელები 13 დღის განმავლობასი შიმშილობდნენ, მოშიმშილე მაღაროელებიდან სამმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს და პირი ამოიკერეს. დღეს ჭიათურელ მაღალოებს მთელი ქალაქი შეუერთდა და აქცია უფრო მაშტაბური გახდა, რის საფუძველზეც ჭიათურაში მაღაროელებთან მოსალაპარაკებლად ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები ჩავიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×