რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული საბავშვო "ვოისში" ნამდვილი ფურორი მოახდინა და ჟიური ატირა. 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი წარმოშობით გორიდან არის, ამჟამად რუისში ცხოვრობს.

როგორც „პრაიმტაიმს ალქესანდრე ზაზარაშვილმა განუცხადა ის სამი წლიდან მღერის.

შესაძლებლობა მქონდა რომ გამოვსულიყავი უკრაინულ ვოისში და გადავწყვიტე ჩემი ძალების გამოცდა. როდესაც გავიგე ღილაკზე ხელის დარტყმის ხმა, გავგიჟდი, აზრზე ვერ მოვედი სიხარულისგან. ძალიან გაოცებულები იყვნენ ჩემი ნამღერით. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, ეს იქნება ახლო მომავალში და დიდი მოლოდინები მაქვს - ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×