რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) ეკა, ამ სკამს სახლში გაგატან, შენ ამ სკამზე ხარ ჩაბღაუჭებული, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მის წინამორბედს, ეკა ბესელიას.

ოხანაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს იმის გამო, რომ ვერ შეელია თანამდებობას.

„ეკა ამ სკამს სახლში გაგატან, შენ ამ სკამზე ხარ ჩაბღაუჭებული, ვერ შეელიე ამ სავარძელს", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაური მოჰყვა.

როგორც ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს რეპლიკის სახით უთხრა.

„ანრი, შენ სამარცხვინო ხარ, შენ ხარ პატარა კაცუნა, რომელიც ვერ გაიზარდა და ვერ გაიზრდება", - უპასუხა ეკა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×