რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. როგორც იაშვილის კლინიკაში "პირველ არხს" განუცხადეს, გურამიშვილის გამზირიდან მათთან ოთხი თვის ჩვილია შეყვანილი.

მათივე ინფორმაციით, დაზიანებები, რომელთა შორისაც თავის ტრავმაა, ზედაპირულია და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე ბავშვს კვლევები უტარდება.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, მე-8 საავადმყოფოში შეყვანილია 56 წლის ქალი, რომელსაც აქვს მრავლობითი მოტეხილობები, მათ შორის სახეზე, შუბლის არეში, ასევე კიდურების მოტეხილობები.

შედარებით მსუბუქადაა დაშავებული 22 წლის ბიჭი, რომელიც ასევე მე-8 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, კინო „საქართველოსთან" მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სატვირთო ავტომობილი მაღაზია „სუფთა სახლში" შევარდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×