რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოს რეფორმის საკითხზე შეხვედრებში ყველა მხარე აქტიურად მონაწილეობს გარდა ანა დოლიძისა.

ირაკლი კობახიძემ დოლიძის ბრალდებას, რომ შეხვედრების ფორმატს მხოლოდ ორთქლის გამოშვების და უცხოელების წინაშე პრანჭვის აზრი აქვს და რეალურად უშედეგოა, ასე პასუხობს

„ბოლო 5 დღის განმავლობაში 5 სრული დღე დავუთმეთ ჩვენ ამ საკითხების განხილვას. მათ შორის გვქონდა 2 ორდღიანი გასვლითი შეხვედრა. აბსოლუტურად ყველა მხარე იყო რეალურად ჩართული ამ შეხვედრებში გარდა ქალბატონი ანა დოლიძისა. 5 დღიდან მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და ამ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე. ეს არის რეალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე მის განცხადებას სერიოზულად ვერ მივიღებ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×