რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) ვინ მოკლა სარალიძე! დაუსჯელობა კლავს! - ამ სახელწოდებით სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფება მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძეც.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვენ.

აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული. მათ შორის არიან: „კონსტიტუციის 42 -ე მუხლი"," ახალგაზრდა იურისტები", „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", „ადამიანის უფლებათა ცენტრი".

დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 17:00 საათზე გაიმართება. არ არის გამორიცხული, რომ დღესვე განაჩენიც გამოცხადდეს. დღევანდელი აქციაც გამაფრთხილებელი ხასიათისაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×