რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" რიგებს ტოვებს, - ინფორმაციას ბათუმის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა", - აცხადებს ომარ მახარაძე.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში მისვე სტუდენტი ადანაშაულებს. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ 22 მაისს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებს ვინმეს დააფაროს ხელი, თუ მისი კოლეგის მხრიდან სექსუალური ტიპის დანაშაული გამოიკვეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×