რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოსახლეობამ ავტობანი გადაკეტა. რამდენიმე დღის წინ გორის სოფელებიი დაისეტყვა და მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. დაზიანდა ხილი და სასოფლო სავარგულები.

სტიქიის შედეგად დაზარალებულები ჯერ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ, ამ წუთებში კი ავტობანზე ადიან, სადაც მოძრაობა პარალიზებულია.

მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა.

როგორც დაზარალებული სოფლების მცხოვრებლები აცხადებენ, ერთეული შემთხვევების გარდა, მათ უმრავლესობას აგროდაზღვევით არ უსარგებლია და შესაბამისად, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×