რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) საქართველოს რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ზესტაფონის რეგიონის ადმინისტრაციული შენობის საწყობში წარმოებული სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა. ინფორმაციას "imedinews" ავრცელებს.

ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ერთი "ფერომედში", მეორე კი "ჯეოჰოსპიტალშია" მოთავსებული.

ამ წუთებში "ფერომედში" გადაყვანილ პაციენტს ოპერაცია უტარდება, რომლის მიმდინარეობისას გადაწყდება, დასჭირდება თუ არა დაშავებულს ფეხის ამპუტაცია.

გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×