რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) მამა საბა დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მამა საბამ განცხადება, საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სამთავრობო დონეზე და უნდა შეწყვეტილიყო ეს ყველაფერი და უნდა უკან დაეხიათ აზერბაიჯანელებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ასე არ ხდება და ნეტავ, ვისი ბრალია? ჩვენი ბედოვლათი მთავრობის, მე ვიტყოდი ასე და ნებისმიერ მათგანს ვეტყვი ამას პირში. მე ამათ უნიათოებს არ ვეძახი რა, ესენი მტრები არიან, შეგნებული მტრები არიან ქვეყნის და პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე და თუ ეს ასე არ არის, ნებისმიერ მათგანს გამოვიწვევ სატელევიზიო დებატებში.

გამოფხიზლების დროა, ერთიანი დიდი გამოფხიზლების დროა და ჩვენ გვძინავს, ცუდად გვძინავს ძალიან. ეს მტერი ყველაზე მზაკვრული მეთოდებით, ყველაზე დახვეწილად გვებრძვის ჩვენ, ისე, რომ ძილიდან არ გამოვფხიზლდეთ, გაბრუებულები ვიყოთ, მთვრალები ვიყოთ, აგერ, ნარკოტიკებს გვიკანონებენ, ყველაფერს გვიკეთებენ იმისთვის, ოღონდაც ჩვენ არ გამოვფხიზლდეთ, ოღონდაც არ მივხვდეთ როგორ ვიღუპებით ნელ-ნელა, როგორ გვკლავენ, როგორ გვხოცავენ, როგორ ნელ-ნელა შეყავთ ჩვენში, ჩვენს შვილებში საწამლავი, რომ დაგვხოცონ, გაგვანადგურონ, ოღონდაც ეს ვერ გავიაზროთ და კაიფში გავიპაროთ მთელი ქვეყანა და საერთოდ არაფერს მოგვაკლებენ," - განაცხადა მამა საბამ.

ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა ისევ ჩაკეტილია. კომპლექსის თავზე კი აზერბაიჯანული სამხედრო ვერტმფრენი დაფრინავს და სიტუაციას ჰაერიდან აკონტროლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×