რეზონანსი
27.05.2019

 თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი, რომლებიც კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის პოლიციაში გამოკითხეს.  გამოკითხვა ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთის მდინარეში გადავარდნას მოჰყვა. ექსკურსიაზე მყოფთა ნაწილი შესაძლოა, თბილისში გამოკითხონ.

სამაშველო ოპერაციაში ხვალ დილიდან მყვინთავებიც ჩაერთვენიან. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები და პოლიცია რჩება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგოს ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×