რეზონანსი
26.05.2019

 ლაგოდეხში ნინოსხევის ჩანჩქერთან დაკარგულ გოგოს მაშველები ისევ ეძებენ. რაც შეეხება მის მეგობრებს, რომლებიც შემთხვევის დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ, მათ პოლიცია კითხავს.

ლაგოდეხის პოლიციაში მიყვანილია თბილისის კერძო სკოლა „ალბიონის“ 18 მოსწავლე და 4 მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანიდან ოთხ კილომეტრში, ლაგოდეხის ნაკრძალის ერთ-ერთ რთულ ბილიკზე მდებარე ჩანჩქერზე ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ. ერთ-ერთ მოსწავლეს, 16 წლის გოგონას მდინარის პირას ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×