რეზონანსი
26.05.2019

 (რეზონანსი) ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა. გიგა თაბაგარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჭიათურის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის ინფორმაციით, მას სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და მდგრადობის დარღვევა აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნობა უტარდება. ექიმის თქმით, გიგა თაბაგარის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, სამმა პირი ამოიკერა. ისინი ხელფასების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×