რეზონანსი
26.05.2019

 (რეზონანსი) ჩემი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე განმარტება თორნიკე რიჟვაძემ გააკეთოს. მე იქ რუსეთის დროშები არ მინახავს, - ამის შესახებ აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა განაცხადა.

როგორც შამილიშვილმა განმარტა, მსვლელობისას მას რუსეთის დროშები არ უნახავს და მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, იქნებოდა თუ არა რუსეთის დროშები გამოფენილი.

„მე ღონისძიებაზე რუსეთის დროშების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა და არც კი დამინახავს. ჩემს გადაყენებასთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვები გაქვთ, თორნიკე რიჟვაძეს მიმართეთ", - განაცხადა ინგა შამილიშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

კითხვაზე, „ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი პირად საუბრებში აცხადებს, რომ თორნიკე რიჟვაძეს შამილიშვითან სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა, ინგა შამილიშვილმა ასე უპასუხა:

„არ ვიცი კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ყველა კითხვაზე პასუხი თავად თორნიკე რიჟვაძემ გასცეს პასუხი" , - დასძინა შამილიშვილმა.

8 ქვეყნის წარმომადგენლებმა 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ ერთ-ერთი ანსამბლის სახით. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

მსვლელობის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×