რეზონანსი
25.05.2019

7 თვის ბავშვის მკვლელობის საღამოს ჩვილის მამა, მიხეილ დვალიშვილი, შაბათის კურიერთან იხსენებს. ის ამბობს, რომ ეძებს ძალას, გააგრძელოს ცხოვრება, შვილის გარეშე, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო.

ოთახში, სადაც გაგუდული შვილი ნახა, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც საბედისწერო ღამეს. მიხეილ დვალიშვილი მოჭიდავეა, სპორტულ კარიერა აღაიანში დაიწყო, უნდოდა, უფრო მეტი გაეკეთებინა და სპორტული ოჯახის წევრი გამხდარიყო, თუმცა, ერთ დღეს მისი ცხოვრება ჩამოინგრა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შორის მწვავე კონფლიქტი არასდროს ყოფილა, ბოლო გაუგებრობა ცოლის ინტერნეტდამოკიდებულებას და "ფეისბუქით" ადამიანებთან ხშირ კომუნიკაციას უკავშირდებოდა.

დვალიშვილმა გაგუდული შვილი ეტლში თავად ნახა. პირველი ცოლის ძებნა დაიწყო, რომ ვერ იპოვა, ყველაფერს მიხვდა და პოლიციაში დარეკა. ოჯახში უკვე 7 თვის გოჩას დასტიროდა, როდესაც ბავშვის დედამ მიხეილ დვალისვილის დას შეტყობინება გაუგზავნა. ეს ამ მძიმე საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა.

(კურიერი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×